5
“შეწყვიტეთ მუქარა, თითი ჩახმახზე გვიჭირავს” – ეს არის ირანის პასუხი მოსალოდნელ საფრთხეებზე. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რომ თუ „ჰეზბოლასა” და ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ დარტყმები არ შეწყდება, ისინი „გამანადგურებელ და მტკივნეულ წინააღმდეგობას” გაწევენ.
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ.
მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე მართვას ახალ დონეზე გადაიყვანენ, კონტროლს შეინარჩუნებენ და არ დათმობენ „ირანის კანონიერ უფლებებს”.
განცხადების თანახმად, უკეთესია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის “სამარცხვინო მარცხს” გადახედონ და ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარებისგან თავი შეიკავონ.



