ირანის შაჰის ტურნირზე ლევან თედიაშვილს წაგებაში 100 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა და ტურნირი მოიგო.
ასპარეზობის შემდეგ კი გამარჯვებულის პრივილეგიით ისარგებლა და შაჰს იქაური მეგობრის “მაზანდარანელ ვეფხვად” წოდებული ალი ჰაბიბის გათავისუფლება მოსთხოვა, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო. შაჰმა ლეგენდარული ქართველი ფალავანის თხოვნა დააკმაყოფილა.
რატომ ვაკეთებ ამ შედარებას?
წინა დღეს პოსტი მეწერა და ახლაც ვიტყვი, ქართველი ფეხბურთელებიც სარგებლობენ იმ პრივილეგიებით და სიყვარულით, რა პრივილეგიებითაც სარგებლობდა თედიშვილი.
და ამ დროს მამარდაშვილმა პოსტი მოგვიძღვნა, ბოლომდე არ დადექით ჩვენს გვერდითო.
21 წლის გულშემატკივარი გიორგი გორგაძე და სტუდენტი რეზო კიკნაძე და ათობით პოლიტპატიმარი ციხეშია. ფეხბურთელების ერთი სიტყვაც შეიძლება გახდეს საბაბი იმის, რომ ეს ბიჭები და გოგოები დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს…
და არც 30 მილიონზე უთქვამთ უარი 




