ირანის ყველა აეროპორტიდან გადაიდო ფრენები 7 ოქტომბრის დილის 7 საათამდე

ირანის ყველა აეროპორტიდან გადაიდო ფრენები 6 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 7 საათამდე, იტყობინებიან ირანის სახელმწიფო მედია საშუალებები ირანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
Reuters-ით თანახმად, რეისები გადაიდო „საექსპლუატაციო შეზღუდვები“ გამო, ავრცელებს ცნობას მასმედია პრეს-მდივნის ნათქვამზე დაყრდნობით და არ აზუსტებს, რა იგულისხმება კონკრეტულად.
ირანმა ფრენები შეზღუდა 3 ოქტომბერს მას შემდეგ, როცა რაკეტები გაუშვა ს სამიზნეების მიმართულებით. ისრაელი საპასუხო დარტყმებით ემუქრება თეირანს, რომლის მედია 6 ოქტომბერს იტყობინებოდა, რომ ისრაელის შესაძლო თავდასხმის საპასუხო გეგმა მომზადებული აქვს.
ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ისრაელზე 1 ოქტომბერს. ეს იყო ისრაელზე ირანის ისტორიაში მეორე პირდაპირი შეტევა, რომელიც, როგორც თეირანმა განაცხადა, განხორციელდა იმის საპასუხოდ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბეირუთში დაიღუპნენ ჰეზბოლას (ამ -ში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების მხოლოდ სამხედრო ფრთაა ევროკავშირის შავ სიაში) მეთაური, ჰასან ნასრალა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსი გენერალი, აბას ნილფორუშანი.
ეს იყო ასევე შურისძიება პალესტინური დაჯგუფება ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) პოლიტიკური ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის თეირანში, 31 ივლისს მასზე თავდასხმის შედეგად, რაშიც ბევრი ისრაელს ადანაშაულებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება