ირანის უზენაესი ლიდერი – საკონსულოზე თავდასხმისთვის ისრაელი უნდა დაისაჯოს

საკონსულოზე თავდასხმისთვის უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„როდესაც ისინი საკონსულოს თავს დაესხნენ, თითქოს თავს ჩვენს მიწას დაესხნენ. ბოროტმა რეჟიმმა შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს და იგი დაისჯება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ასევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მხარდაჭერისთვის დასავლეთის სახელმწიფოები გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის ორი გენერალი, დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ