ირანის ტელევიზია: ავარია მოხდა, როცა ირანის პრეზიდენტი შვეულმფრენით მგზავრობდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ერთ-ერთ შვეულმფრენი კოლონაში, რომლითაც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი მიფრინავდა, უხეშად დაეშვა. ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმედ ვაჰიდიმ დაადასტურა სახელმწიფო ტელევიზიის ცნობა, და დასძინა, რომ მაშველები ცდილობენ მიაღწიონ ავარიის ადგილამდე უამინდობის პირობებში.
სხვა დეტალები არაა ცნობილი. რაისი სტუმრად იყო ირანის პროვინცია დასავლეთ აზერბაიჯანში. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ავარია მოხდა ქალაქ ჯულფასთან, აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად, თეირანიდან 600 კილომეტრში.
რაისი აზერბაიჯანს სტუმრობდა 19 მაისს, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად კაშხალი გაეხსნა.
ეს კაშხალი ორივე ქვეყნის მიერ ერთობლივად აგებული მესამე ასეთი ნაგებობაა მდინარე არაქსზე.
(ახალი ამბავი განახლდება)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე