ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ხამენეის თქმით, ირანი არ ყოფილა მხარე, რომელმაც ეს კონფლიქტი დაიწყო და არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება რომელიმე მხარის სამიზნეში ყოფნას.
„ჩვენ არავის აგრესიას არ დავემორჩილებით; ეს არის ირანელი ერის ლოგიკა“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.
ეს არის ხამენეის პირველი კომენტარი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება