ირანის სპეცსამსახურები ტრამპის მკვლელობას ამზადებდნენ-აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეზე დააკავეს 49 წლის კარლაის “პოპ” რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი.
კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, 51 წლის ფარჰად შაკერი, შეერთებული შტატების გარეთ, სავარაუდოდ ირანში, იმყოფება. ამერიკის ხელისუფლება მას უწოდებს რანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) აგენტს. სავარაუდოდ ის ხელმძღვანელობდა თანამზრახველთა ქსელს, რომლებიც რამდენიმე, მათ შორის ს მკვლელობას ამზადებდა.
ამტკიცებენ, რომ ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა შაკერს ნიუ-იორკში ებრაული წარმოშობის ორი ამერიკელი მოქალაქისთვის თვალ-ყურის დევნა და მათი მკვლელობის მომზადება დაავალეს. მასვე უნდა ედევნებინა ასევე თვალი ტურისტებისთვის შრი-ლანკაზე.
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მას, სავარაუდოდ, ტრამპის მკვლელობის გეგმის შემუშავება დაევალა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ ფარჰად შაკერი წარმოშობით ირანელია, მაგრამ ბავშვობიდან ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. მან ყაჩაღობის ბრალდებით 14-წლიანი სასჯელი მოიხადა, რის შემდეგაც 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ის რივერასა და ლოადჰოლტს ციხეში შეხვდა, სადაც სამივე ირანული სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.
· აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყანაში პოლიტიკური მკვლელობების ჩადენის მცდელობაში, ბრალი წაუყენა ს მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ირანს უკავშირდება. FBI-ს გამომძიებლები თვლიან, რომ მისი სამიზნეები შეიძლება ყოფილიყვნენ დონალდ ტრამპი და სხვა ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.
· შეერთებული შტატების ყოფილ და აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს