ირანის სპეცრაზმმა ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემი შეიპყრო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სპეცრაზმმა ორმუზის სრუტეში შეიპყრო კონტეინერმზიდი გემი MSC Aries-ი, რომელიც პორტუგალიის დროშით დაცურავდა. როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება, გემი ისრაელთან იყო დაკავშირებული.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცრაზმი შვეულმფრენის საშუალებით გადავიდა გემზე, რომელიც შეპყრობის შემდეგ ირანის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანეს.
გამოცემა The Times Of Israel-ის ცნობით, საკონტეინერო გემი ლონდონში დაფუძნებულ Zodiac Maritime-ს უკავშირდება, რომელიც, თავის მხრივ, ისრაელელი მილიარდერის ეიალ ოფერის კონცერნ Zodiac Group-ის ნაწილია.
ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ ტეორორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს IRGC-ი და დაიმუქრა, რომ ირანის ამ აქტს შედეგი მოჰყვება.
ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემი დააყადაღეს ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე. მანამდე ირანმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდის ისრაელს დამასკში ირანის საელჩოზე თავდასხმის და მისი „გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრის მკვლელობის გამო.
5 აპრილს თეირანში დაასაფლავეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) შვიდი წევრი, რომლებიც დაიღუპნენ სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის დროს. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში ეჭირათ დაღუპულების ფოტოები და პლაკატები წარწერით “სიკვდილი ისრაელს” და “სიკვდილი ამერიკას”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ 4 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაარტყამს ყველას, „ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს“ ან გეგმავს ამას.
ისრაელს საკონსულო დეპარტამენტზე თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”