ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო ს მეორე ტურის გამარჯვებულია რეფორმისტი კანდიდატი მასუდ ფეზეშქიანი. არჩევნებში მონაწილებდა 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მას ეკუთვნის.
საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტი იყო მკაცრი ხაზის ყოფილი მიმდევარი საიდ ჯალილი.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდა, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. სწორედ ამის გამო დაინიშნა მეორე ტური, რომელიც 5 ივლისს გაიმართა.
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ