ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნები ოთხი საათით მეტ ხანს იმუშავებენ

5 ივლისს, ირანის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში კენჭისყრის საათები გახანგრძლივდა. მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო აშკარა გამარჯვებულად 28 ივნისის კენჭისყრაში, როცა რეკორდულად დაბალი აქტივობა აღირიცხა.
საარჩევნო უბნების დახურვა დაგეგმილი იყო ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათისთვის თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კენჭისყრა გაგრძელდა 22 საათამდე.
ირანში არჩევნებისას ხშირად ხდება კენჭისყრის საათების გახანგრძლივება და შესაძლებელია შემდგომი გახანგრძლივებაც.
წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო შედეგების გამოცხადება 6 ივლისისთვისაა დაგეგმილი.
არჩევნებმა, რომელიც დაინიშნა, რადგან პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა მაისში, უნდა გამოავლინოს პრეზიდენტის ვინაობა რეფორმისტ დეპუტატს მასუდ ფეზეშქიანსა და ბირთვულ მოლაპარაკების მონაწილე, მკაცრი ხაზის ყოფილ მიმდევარ საიდ ჯალილის შორის.
ჯალილი არის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში (SNSC). ის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო 2007-2013 წლებში, რა დროსაც ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციას დასავლეთთან, წარუმატებელ მოლაპარაკებებში თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. მას არასოდეს დაუკავებია არჩეული თანამდებობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ