ირანის საელჩო “თანაგრძნობის და სოლიდარობის” შეხვედრას აანონსებს – დეტალები

19
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, განცხადებას აქვეყნებს, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ ხვალ, პარასკევს, იწვევს საელჩოში საქართველოს მოქალაქეებს.
პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს.
მოწვევა ეხება ყველა იმ პირს, ვისაც სურს გამოხატოს თანაგრძნობა და სოლიდარობა წარმოშობით ქართველი ირანელების მიმართ – იმ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.
თქვენი ჩანაწერები სამძიმრის წიგნში გახდება არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისტორიის ნაწილი —
სამახსოვრო ხიდი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს სამიათასწლიანი ურთიერთობების ფარგლებში.
ეს წიგნი, ქართველი ხალხის გზავნილებით, მომავალში გადაეცემა ფერეიდანის ისტორიულ მუზეუმს —
იქ, სადაც ცხოვრობს ქართული წარმოშობის თემი.
მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ სოლიდარობასა და ადამიანურ თანადგომას საზღვრები არ გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ