ირანის საგარეო უწყება – მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლიბანში აგრესიის დასრულებას მიესალმება, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„მივესალმებით ახალ ამბავს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ
მისი თქმით, ლიბანის მთავრობის, ერისა და წინააღმდეგობის მიმართ ირანის მხარდაჭერა მტკიცეა.
შეგახსენებთ, და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. მისი განმარტებით, ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: ყველა ირანელ პატრიოტს, ვისაც თავისუფლება სურს: გამოიყენეთ ეს მომენტი, იყავით მამაცები, იყავით გაბედულები, იყავით გმირები და თქვენი ქვეყანა დაიბრუნეთ – ამერიკა თქვენთანაა