ირანის საგარეო უწყება: ირანი ნებისმიერ თავდასხმას ისეთ პასუხს გასცემს, რომ ინანებთ – ის იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

ირანი ნებისმიერ თავდასხმას ფართო და ისეთ პასუხს გასცემს, რომ ინანებთ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, განსაკუთრებით ივნისის გმირული ბრძოლის გამოცდილებას და იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნა ესმაილ ბაგაეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა