ირანის საგარეო უწყება – ვგმობთ დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელ გეგმას ღაზას სექტორთან დაკავშირებით

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ -ის პრეზიდენტის, ს გეგმა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაქაიმ განაცხადა.
„ღაზას გაწმენდის და პალესტინელი ხალხის მეზობელ ქვეყნებში იძულებით გადასახლების გეგმას პალესტინელი ერის სრული განადგურების მიზნით სიონისტური რეჟიმის (ს) მიზანმიმართული გეგმის გაგრძელებად განვიხილავთ, უარვყოფთ და ვგმობთ“, – აღნიშნა ბაქაიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ამერიკულ „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ – თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს კანონი ამერიკაში