ირანის საგარეო უარყოფს -სთან მოლაპარაკებების გამართვას

ირანის ისლამური რევოლუციის მაუწყებლის შენობა 2025 წლის ივნისში ისრაელის იერიშების შემდეგEPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREHსამთავრობო მედიის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე აშშ-ირანის “ძალიან კარგი” მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გაავრცელა.
“დიახ, არის ინიციატივები რეგიონის ქვეყნების მხრიდან, რათა შემცირდეს დაძაბულობა და ჩვენი პასუხი ყველა მათგანის მიმართ მკაფიოა: ჩვენ არ ვართ მხარე, რომელმაც ეს ომი დაიწყო და ყოველივე ამგვარი მოთხოვნით ვაშინგტონს უნდა მიმართონ,” განაცხადა ირანის საგარეომ ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლის (IRIB) მიხედვით.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მარტს დაწერა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან “ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების” შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება უბრძანა.
ირანთან “კარგი საუბრების” გამო ტრამპი ენერგოობიექტებზე იერიშების 5-დღიან პაუზას აცხადებს
“მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ აშშ-სა და ირანს ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
“ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის საფუძველზე, რაც ამ კვირაშიც გაგრძელდება, ომის დეპარტამენტს დავავალე, რომ ირანულ ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყოველგვარი სამხედრო იერიშები ხუთი დღის ვადით გადაიდოს და მათი განხორციელება დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებაზე.” – დაამატა მან.
21 მარტს ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:
“თუ ირანი, მუქარის გარეშე, სრულად არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ზუსყად 48 საათში აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული უდიდესიდან!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა.