ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს

აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.
-ის თავდასხმები მორიგ ავანტიურულ და სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს, რომელიც რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის გაზრდას გამოიწვევს“, – განაცხადა ნასერ ქანაანმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ რეგიონში აშშ-ის უკანონო და ცალმხრივი თავდასხმები აღკვეთოს.
„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და კრიზისის ძირითადი გამომწვევი მიზეზი აშშ-ის უსაზღვრო მხარდაჭერით ს მიერ პალესტინელების ოკუპაცია და გენოციდია“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს, იორში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.