ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მოწოდება თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ შეუსაბამოა იმ ქმედებებთან, რასაც ვაშინგტონი ირანის მიმართ ახორციელებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ შეუსაბამოა იმ ქმედებებთან, რასაც ვაშინგტონი ირანის მიმართ ახორციელებს.
-ის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მშვიდობისა და დიალოგის სურვილი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მტრულ და დანაშაულებრივ ქცევას ირანელი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება სურს. „შესანიშნავი იქნებოდა, თუ შეთანხმების დადებას შევძლებდით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს