ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ისრაელის იერიშების შემდეგ -თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ისრაელის იერიშების შემდეგ -თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„მეორე მხარე (აშშ) ისე მოიქცა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს. არ შეიძლება იმის პრეტენზია გქონდეს, რომ მოლაპარაკებები გსურს და ამავდროულად, სიონისტურ რეჟიმს ირანის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცე“, – განაცხადა ბაღაიმ.
მისი თქმით, იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა.
ბაღაის განცხადების მიუხედავად, ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ კვირას დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას, ომანის დედაქალაქ მასკატშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო