ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები გაუმართლებელია

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები გაუმართლებელია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„რუსეთში ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის შესახებ ცრუ ცნობების საფუძველზე, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რიგი ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ირანი განიხილავს როგორც გაუმართლებელ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის წინააღმდეგ ომში ს დახმარების გამო ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციების სიას ის გემები და პორტები დაემატა, რომლებიც ირანული წარმოების დრონების, რაკეტების, ტექნოლოგიებისა და კომპონენტების გადასაზიდად გამოიყენება. ევროკავშირმა ირანის ეროვნული საზღვაო გადამზიდი კომპანია Islamic Republic of Iran Shipping Lines-ი (IRISL) და მისი დირექტორი, მუჰამედ რეზა ხიაბანი დაასანქცირა.
მოგვიანებით, დიდმა ბრიტანეთმა ირანის ეროვნულ ავიაკომპანიასა და საზღვაო გადამზიდ კომპანიას სანქციები დაუწესა და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ირანის მიერ სთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე პასუხს წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას