ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – დონალდ ტრამპის გამარჯვება წინა არასწორი პოლიტიკის გადახედვის შანსია

დონალდ ტრამპის გამარჯვება წინა არასწორი პოლიტიკის გადახედვის შანსია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„წარსულში -ის სხვადასხვა მთავრობების პოლიტიკასთან და მიდგომებთან დაკავშირებით ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვება „წინა არასწორი პოლიტიკის გადახედვის შანსია“.
ცნობისთვის, მანამდე ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა განაცხადა, რომ „-ისა და ირანის ზოგადი პოლიტიკა უცვლელია და მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის იმაში, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს – თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!