ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს ხვალ, ჟენევაში შეხვდება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში აბას არაღჩი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასსაც შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…