ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯალილ აბას ჯილანის მოწვევით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, 2024 წლის 29 იანვარს პაკისტანს ეწვევა“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფოს ელჩები თავიანთ თანამდებობებზე 26 იანვრამდე დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ირანმა და პაკისტანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები გაცვალეს და ელჩები გაიწვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეიმს მაკკლირი “ქართულ ოცნებას” – გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, ჟურნალისტები – ჩაატარეთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, საკუთარი გზა თავად აირჩიონ – ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი