ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ბირთვული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 27 ივნისს აღიარა, რომ -სა და ს დაბომბვების შედეგად ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს „გადაჭარბებული და სერიოზული“ ზიანი მიადგა. მან ირანის სახელმწიფო მაუწყებელს განუცხადა, რომ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია ზარალის შეფასების პროცესშია.
მის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამა არ შეუფერხებია. ხამენეიმ ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ ს განცხადებას, რომ ბომბებმა სამი ბირთვული ობიექტი „გააცამტვერა“.
ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმებმა „მნიშვნელოვანს ვერაფერს მიაღწიეს“.
უზენაესმა ლიდერმა, რომელიც ისრაელთან ომის დაწყებიდან შემდეგ მიმალულია, თქვა, რომ ტრამპი „აზვიადებს“ ბომბებით მიყენებულ ზიანს და აშშ-სა და ისრაელზე გამარჯვება გამოაცხადა.
თუმცა არაღჩის განცხადებები განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებების განახლების გეგმები არ არსებობს. ირანმა მოლაპარაკებების დაგეგმილი მეექვსე რაუნდი გააუქმა, როდესაც ისრაელმა თავდასხმები დაიწყო.
მან თქვა, რომ მთავრობა იკვლევს, თუ რა არის „ირანელი ხალხის ინტერესებში“ და რომ დიპლომატიისადმი მისი მიდგომა „ახალ ფორმას“ მიიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება