ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება

ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელისა და -ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ვფიქრობ, ასეთ სიგიჟეს არ გააკეთებენ. ეს ნამდვილად სიგიჟეა და მთელ რეგიონს საშინელ კატასტროფად გადააქცევს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი -ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ ღაზიდან უფრო მეტი პალესტინელი უნდა მიიღონ.
„ჩემი შეთავაზება სხვა რამეა. პალესტინელების ნაცვლად, ისრაელელების გაძევება სცადეთ, ისინი გრენლანდიაში წაიყვანეთ“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას