საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ისინი საპროტესტო აქციებში პირდაპირ ერევიან. ცდილობენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობრივ საპროტესტო აქციებად გარდაქმნან“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.
„ეს განცხადება ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ მასშტაბური პრობლემებისგან, რომლის წინაშეც ირანის რეჟიმი დგას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.




