ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივიღეთ შეტყობინებები, რომ აშშ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა და გვაქვს მტკიცებულებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, სეიედ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში „ამერიკა პარტნიორია“ და მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არაღჩი აშშ-ს მოუწოდებს, დაგმოს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები. მისი მტკიცებით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ს ისრაელისთვის მწვანე შუქი რომ არ აენთო და მხარდაჭერა არ აღმოეჩინა.
„მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ ამ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა, არ გვჯერა ამ განცხადების და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც მას ეწინააღმდეგება“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი.
მისი თქმით, აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეძლო შეთანხმების გზა გაეხსნა, მაგრამ ისრაელმა მოლაპარაკებების საბოტაჟი მოახდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში