ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივიღეთ შეტყობინებები, რომ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა და გვაქვს მტკიცებულებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, სეიედ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში „ამერიკა პარტნიორია“ და მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არაღჩი -ს მოუწოდებს, დაგმოს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები. მისი მტკიცებით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ს ისრაელისთვის მწვანე შუქი რომ არ აენთო და მხარდაჭერა არ აღმოეჩინა.
„მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ ამ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა, არ გვჯერა ამ განცხადების და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც მას ეწინააღმდეგება“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი.
მისი თქმით, აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეძლო შეთანხმების გზა გაეხსნა, მაგრამ ისრაელმა მოლაპარაკებების საბოტაჟი მოახდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო