ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანს ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს

ირანს ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას ომის არ ეშინია და სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ ახალ ქმედებას მტკიცე და სათანადო პასუხს გასცემს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბას არაღჩიმ დღეს ეგვიპტელ კოლეგასთან, ბადრ აბდელატისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
შეგახსენებთ, გასულ სამშაბათს, ირანმა ს მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ თავდასხმას უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ