ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს

თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „სიკვდილისგან გადაარჩინა“.
„თუ პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად სურს შეთანხმების მიღწევა, მაშინ მან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართ უპატივცემულო და მიუღებელი ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
მისი თქმით, „ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ს რეჟიმს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ „მამიკოსთან“ გაქცეულიყო“.
„თუ ილუზიები უარესი შეცდომების დაშვებას გამოიწვევს, მაშინ ირანი თავისი რეალური შესაძლებლობების გამოყენებას არ დააყოვნებს და ირანის სიძლიერის შესახებ ცრუ წარმოდგენებს დაამსხვრევს“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

აბას არაღჩი – არ მგონია, აშშ-თან მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს – მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა, ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან