ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს ხვალ, ჟენევაში შეხვდება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ს აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში აბას არაღჩი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასსაც შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში