ირანის საგარეო მინისტრი – ირანი მზადაა, ისრაელის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი აგრესიის საპასუხო ქმედებები უყოყმანოდ განახორციელოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი უყოყმანოდ განახორციელებს კიდევ უფრო ძლიერ თავდაცვით ქმედებებს, თუ გასულ კვირას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ირანს უპასუხებს.
„ირანი სრულიად მზად არის, განახორციელოს უფრო ძლიერი თავდაცვითი ქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი შემდგომი აგრესიის საპასუხოდ და ამას უყოყმანოდ გააკეთებს“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი მტკიცებით, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მის თავდაცვის უფლებას.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელი ირანზე „ლეტალურ, ზუსტ და გასაკვირ“ საპასუხო დარტყმას განახორციელებს.