ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ამას „მარადიული შედეგები“ ექნება.
„დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მარადიული შედეგები ექნება“, – წერს აბას არაღჩი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და აცხადებს, რომ ირანი „ყველა ვარიანტს იტოვებს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად“.
„შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაერო-ს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და (ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება)“, – წერს აბას არაღჩი.
