ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე – აშშ-მა, ახალი მოლაპარაკებების დაწყებამდე, ირანზე დარტყმები უნდა გამორიცხოს

აშშ-მა ირანზე შემდგომი დარტყმები უნდა გამორიცხოს, თუ მას დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება სურს, – ამის შესახებ თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ BBC-ს განუცხადა.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით ირანს განუცხადა, რომ სურს მოლაპარაკებებში დაბრუნება, მაგრამ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია შემდგომი თავდასხმების ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
„ამჟამად ჩვენ ვეძებთ პასუხს ამ კითხვაზე: ვიხილავთ თუ არა აგრესიის აქტის გამეორებას დიალოგის დროს? აშშ-მა საკმაოდ ნათლად უნდა განმარტოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და რას გვთავაზობენ იმისთვის, რომ ასეთი დიალოგისთვის საჭირო ნდობა შეიქმნას“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ირანმა, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, თავისი ბირთვული პროგრამის გადახედვა განიხილოს სანქციების შემსუბუქებისა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ, ტახტ-რავანჩიმ უპასუხა: „რატომ უნდა დავეთანხმოთ ასეთ წინადადებას?“
მისი მტკიცებით, ირანის პროგრამა, მათ შორის ურანის 60%-მდე გამდიდრება, „მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“.
შეგახსენებთ, ს სამხედრო ოპერაციამ, რომელიც ირანში 13 ივნისის გამთენიისას დაიწყო, ორი დღის შემდეგ მასკატში დაგეგმილი არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ჩაშალა. გასულ შაბათ-კვირას, აშშ პირდაპირ ჩაერთო ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში როდესაც ირანში სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი – მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას