ირანის რევოლუციური გვარდია სამხედრო წვრთნებს ატარებს
ირანის რევოლუციური გვარდიის ძალები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნებს ატარებენ, – ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
IRNA-ს ცნობით, წვრთნები სამშაბათამდე გაგრძელდება.
ირანმა პირობა დადო, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის. ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
