ირანის რევოლუციიის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ნებისმიერ გემს, რომელიც მის გავლას შეეცდება, რაკეტებით ან დრონებით დაზიანება ემუქრება.
„ამჟამად, ჰორმუზის სრუტე ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა მოჰამედ აკბარზადემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს. „ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უძლიერესია – წინ შემდგომი ნაბიჯებია“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.




