ირანის რეაქცია ამერიკის არჩევნებზე

ირანელთა ცხოვრებაზე შეერთებული შტატების გავლენას არ იქონიებს. ეს განცხადება ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანიმ 6 ნოემბერს გააკეთა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, რამდენიმე საათში.
როგორც არაბული სამყაროს, ისე დასავლეთის ოფიციალური პირები მოელიან, რომ ტრამპი ირანთან მკაცრ, “მაქსიმუმი ზეწოლის პოლიტიკას” აღადგენს. ისინი საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია ირანულ საწვავზე სანქციების გამკაცრება და ს წახალისება, ირანში ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისა და მკვლელობების ჩადენის მიზნით.
“შეერთებული შტატების არჩევნები ნამდვილად არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი პოლიტიკა სტაბილურია და ინდივიდების გამო არ იცვლება. ჩვენ საჭირო პროგნოზები ადრევე გავაკეთეთ და ხალხის ცხოვრებაში ცვლილებები არ იქნება”, – განაცხადა მოჰაჯერანიმ, ირანის ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “თასნიმის” ცნობით.
პარალელურად, ირანის რევოლუციურ გვარდიას ტრამპის არჩევაზე პირდაპირი რეაგირება არ ჰქონია, მაგრამ დღეს განაცხადა, რომ თეირანი და მისი მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფები რეგიონში მზად არიან ისრაელთან კონფრონტაციისთვის.
„სიონისტებს არ შესწევთ ჩვენთან დაპირისპირების ძალა და ჩვენგან პასუხს უნდა ელოდონ… ამისთვის ჩვენ საცავებში საკმარისი იარაღი გვაქვს“, – თქვა გვარდიის მეთაურის მოადგილემ ალი ფადავიმ 6 ნოემბერს. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანი არ გამორიცხავს, ისრაელზე შურისძიების აღკვეთის მიზნით, პოტენციურ ამერიკა-ისრაელის პრევენციულ დარტყმას ირანზე.
რეგიონში თეირანისგან ისრაელის ოქტომბრის თავდასხმის საპასუხო იერიშს მოელიან. ისრაელის მხრიდან ირანზე 25 ოქტომბერს მიტანილ იერიშებს ირანში ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
პირველი ვადის დროს, ტრამპმა ხელახლა დაუწესა ირანს სანქციები, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის 2015 წელს დადებული, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება დატოვა. შეთანხმების შედეგად, თეირანს სანქციების მოხსნით და ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა.
2018 წელს ირანზე ხელახლა დაწესებულმა სანქციებმა ირანის საწვავის ექსპორტს და ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ირანს მოუწია გადასახადების გაზრდა, დიდი საბიუჯეტო დეფიციტისთვის თვალის გასწორება და ინფლაციასთან ბრძოლა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ირანული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 700 000 რიალი შეადგინა.