ირანის პრეზიდენტმა უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოწოდებას აჯანყებისკენ

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, 13 აგვისტოს გააკრიტიკა ს პრემიერ-მინისტრის, ს, მოწოდება ირანელებისადმი – აჯანყდნენ მთავრობის წინააღმდეგ ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო.

ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა წინა დღეს გააკეთა, მაშინ, როცა ირანი ცხელი ამინდების გამო წყლისა და ელექტროენერგიის მუდმივ დეფიციტს ებრძვის.

ეს მიმართვა გაკეთდა ასევე დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის 12-დღიანი ომიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ. ომი დაიწყო ისრაელმა უპრეცედენტო თავდასხმით ირანის სამხედრო და ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ისევე როგორც საცხოვრებელ უბნებზე.

თავის გამოსვლაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელებს მოუწოდა, „თავისუფლებისთვის რისკი გაეწიათ“, „ქუჩებში გასულიყვნენ“ და ირანის მთავრობისგან პასუხისმგებლობა მოეთხოვათ.

მან წინადადება წამოაყენა ისრაელელი წყლის ექსპერტების ჩაყვანის
შესახებ, თეირანის „უახლესი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუთი“ უზრუნველყოფის მიზნით.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფეზეშქიანმა ნეთანიაჰუს უპასუხა ამ მიმართვის გამო და გააკრიტიკა ის.
„რეჟიმს, რომელმაც ღაზის მოსახლეობა წყლის და საკვების გარეშე დატოვა, ირანის ხალხისთვის სურს წყლის მიწოდება? რა მოჩვენებაა? – წერს ფეზეშქიანი.
გაეროს სააგენტოების თანახმად, ღაზის სექტორში შიმშილობა მძვინვარებს, რაც მოჰყვა ისრაელის მიერ
იქ სურსათის და წყლის ასევე ჰუმანიტარული დახმარების
მკაცრად შეზღუდვას.

დასნეულებული და ღონემიხდილი პალესტინელი ბავშვების ფოტოებმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. ისრაელმა ბრალდებები უარყო.
ისრაელი 2023 წლის ოქტომბრიდან პალესტინის ტერიტორიაზე ინტენსიურ და სისხლიან ომს აწარმოებს მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასის“ (-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ისრაელზე თავდასხმა მოხდა, რასაც 1200 ადამიანი შეეწირა, 250 კი მძევლად წაიყვანეს. ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს ამ
წლების მანძილზე 60 ათასზე მეტი პალესტინელის სიკვდილი მოჰყვა.

ნეთანიაჰუს აქვს ირანის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი
ვიდეო მიმართვები ადრეც, ირანის წინააღმდეგ ივნისის ომის დროსაც გამოუქვეყნებია.
ფორუმი