ირანის პრეზიდენტი – ქვეყანაში მიმდინარე არეულობას იწვევენ ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს, რომლებიც, მისი თქმით, ბაზრებს, მეჩეთებსა და კულტურულ ადგილებს წვავენ.
„ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს. მათ რაშდსა და სხვა ქალაქებში ბაზრები დაწვეს. მეჩეთებსა და კულტურულს ადგილებს ცეცხლი წაუკიდეს“, – განაცხადა პეზეშკიანმა.
მისი თქმით, ეს ხალხი ირანს არ ეკუთვნის. ხელისუფლება მზად არის მოუსმინოს იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც ირანს ეკუთვნიან.
„ეს ხალხი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის. თუ ვინმე ამ ქვეყანას ეკუთვნის, გააპროტესტოს და ჩვენ მოვისმენთ მათ პროტესტს, მოვუსმენთ და მოვაგვარებთ მას. ისინი ადგილზე ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.