ირანის პრეზიდენტი – უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია

უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ ს აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ევროპელებთან და ამერიკელებთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის დავსხდეთ. ჩვენ უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს -მა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. მ, ევროკავშირმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია.

ასევე დაგაინტერესებთ