ირანის პრეზიდენტი უარყოფს ცნობებს რუსეთისთვის იარაღის გადაცემაზე

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ირანს რუსეთისთვის იარაღი არ გადაუცია. ამასთან, ფეზეშქიანმა, როგორც ჩანს, მიანიშნა ბირთვულ საკითხებზე -სთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზაობაზე იმ შემთხვევაში, თუ, მისი თქმით, ვაშინგტონი აჩვენებს, რომ არ არის “მტრულად” განწყობილი ირანის მიმართ.
69 წლის ფეზეშქიანმა – რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი შედარებით ზომიერი შეხედულებების მქონედ ახასიათებს – 16 სექტემბერს ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არასდროს შეელევა სარაკეტო პროგრამას, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, რომლებიც ამგვარი აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ამ განცხადებებით ფეზეშქიანი გამოვიდა თეირანში, თავის პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე. მისი გამოსვლის ფონია გაზრდილი დაძაბულობა როგორც საკუთრივ ირანში, ისე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ირანი განიცდის ძლიერ ეკონომიკურ სირთულეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად იწვევს დასავლეთის სანქციები, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოქალაქეებს შორის მატულობს სიბრაზე, განსაკუთრებით ქალთა ჯგუფებში. როგორც პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, ის თავის ძალაუფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ მორალის პოლიციამ ქალები არ “შეაწუხოს”.
ფეზეშქიანი პრეზიდენტი გახდა 30 ივლისს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მან შეცვალა უფრო მკაცრი შეხედულებებით ცნობილი ებრაჰიმ რაისი, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მაისში დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?