ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით, მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მედია წერს, რომ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ამასთან, ეკონომიკურ კავშირებსა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს. ამასთან, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში არსებული ვითარება იქნება.