ირანის პრეზიდენტი: ლიბანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ს საჰაერო კამპანია -ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰეზბოლას თავდასხმების საპასუხოდ მის ტერიტორიაზე, სამხრეთ ლიბანის მხრიდან, “შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს”.
ფეზეშქიანმა, რომელიც ივლისის ს შემდეგ გახდა ირანის პრეზიდენტი, CNN-ისკორესპონდენტს, ფარიდ ზაქარიას, ინტერვიუში, რომელიც 23 სექტემბერს გავიდა ეთერში, განუცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰეზბოლას, რადგან დაჯგუფება “მარტო ვერ გაუძლებს” თავდასხმებს. “ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რომ (ლიბანში) განვითარებული მოვლენების ცეცხლი მთელ რეგიონს მოედოს”, განაცხადა მან სპარსულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შემდეგ ინგლისურად ითარგმნა.
ლიბანის მთავრობის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.
ირანი დიდი ხანია აფინანსებს ჰეზბოლას.