ირანის პრეზიდენტი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ირანის პრეზიდენტის მიმართვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს:
“მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეზობელი სომხეთის, აზრბაიჯანის და თურქეთის გარდა, ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე მხოლოდ ვენესუელამ, უნგრეთმა, ჩინეთმა და ახლა უკვე ირანმა მიულოცეს.