ირანის პრეზიდენტი კობახიძეს „არჩევნების წარმატებით ჩატარებას“ და გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს „ს წარმატებით ჩატარებას“ და „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი. უფალს შევთხოვ, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“, — ნათქვამია მასუდ ფეზეშქიანის მიმართვაში, რომელსაც საქართველოში ირანი საელჩო ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მანამდე მიულოცეს უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ჩინეთმა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ელიან და ევროკავშირი.