ირანის პრეზიდენტი იანვარში მოსკოვს ეწვევა

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი 17 იანვარს რუსეთში ჩავა – იუწყებიან ირანის და ს სახელმწიფო მედიასაშუალებები 26 დეკემბერს.
ირანის სააგენტო Tasnim-ი მოსკოვში ირანის ელჩის, კაზემ ჯალალის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ “პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა 17 იანვარს და მისი ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი”.
რუსეთსაც და ირანსაც მკაცრი ფინანსური სანქციები აქვთ დაწესებული დასავლეთის ქვეყნების მხრიდან და ბოლო წლებში ბევრ ფრონტზე გააძლიერეს ორმხრივი თანამშრომლობა.
დასავლეთი ირანს ბრალს სდებს სთვის იარაღის მიწოდებაში უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების დრონებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა