ირანის პრეზიდენტი – თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება

ირანი ყოველთვის მშვიდობისა და სიწყნარისკენ ისწრაფოდა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება, ირანის პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იქნება.
„ამჟამინდელ ვითარებაში, თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერება და სიონისტი ტერორისტების ავანტიურების სამუდამოდ დასრულების საბოლოო გარანტიის უზრუნველყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)