ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს – თუ ნამდვილად აპირებდით მოლაპარაკებებს, რატომ ჩაიდინეთ ეს სისულელეები

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, -ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებს ცდილობს, თუმცა, რეალურად, მისი მიზანი ირანის დაჩოქებაა, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ტრამპი ამბობს, რომ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ამავე დროს, ის ხელს აწერს და აცხადებს ყველა შესაძლო შეთქმულებას, რათა ისლამური რევოლუცია დააჩოქოს. თუ ნამდვილად აპირებდით მოლაპარაკებებს, რატომ ჩაიდინეთ ეს სისულელეები?“ – განაცხადა პეზეშკიანმა.
მან უარყო აშშ-ის ბრალდებები, რომ ირანი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, „, ამერიკის მხარდაჭერით, არის საფრთხის რეალური წყარო, რომელიც ბომბავს უდანაშაულო ადამიანებს ღაზაში, ლიბანში, სირიაში, ირანში და სადაც უნდა“.
მასუდ პეზეშკიანის თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობა, რადგან ირანის წარმატება ერთიანობაშია.
„თუ ერთად დავდგებით, ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ყველა გამოწვევა და აშშ ჩვენს დამხობაზე მხოლოდ იოცნებებს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის აღდგენას ითვალისწინებს. კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა“ განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია