ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი მზად არის -თან “საკითხები მოაგვაროს”

ირანი მზად არის -თან “საკითხები მოაგვაროს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს” და თეირანი მეგობრული ქვეყნებისგან “ნებისმიერ დახმარებას” მიესალმება.
მედია იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი იმის ფონზე გაიმართა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარხანი კატარში იმყოფება, სადაც “სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს” საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.
საუდის არაბეთის გარდა აღნიშნული გაერთიანების წევრები არიან ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე კატარის წინააღმდეგ ირანის აგრესია იქნება განხილული, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?