ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია

ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან ირანში მიფრინავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ჰაერში დაბრკოლება შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება განახორციელა. მეორე ვერსიით, ვერტმფრენი მხედველობიდან გაუჩინარდა და მიმდინარეობს ძებნა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მიფრინავდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი.
პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მაგრამ ცნობილია, რომ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, რომლებიც ავტოკოლონის სხვა ვერტმფრენებში იმყოფებოდნენ, დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მივიდნენ.
შემთხვევის შესახებ პირველადი ცნობების შემდეგ, ირანის ტელევიზიამ შეაჩერა მაუწყებლობა და ტელეგრამის საინფორმაციო არხები სავსე იყო შეტყობინებებით, რომ საძიებო ჯგუფები გაგზავნეს შემთხვევის ზონაში. ადგილობრივების თქმით, ამინდის პირობების გამო, დაკარგული ვერტმფრენისა და მისი მგზავრების მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა განაცხადა, რომ კონტაქტი დამყარდა იმ ადამიანებთან, ვინც რაისს ფრენისას თან ახლდა და ისინი „იმედოვნებენ“, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…