ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქების სავარაუდო მიზეზი პორტში არსებული ქიმიკატები იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ინფორმაცია, რომ აფეთქება, შესაძლოა, რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის არასწორად შენახვას უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა